აკადემიური კონკურსი-პროფესორი/ასოცირებული პროფესორი

მივლინება: არა
მეცნიერება/განათლება: პროფესორი, უმაღლესი განათლება
ბრიტანული უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიურ კონკურსს ინგლისურენოვან პროგრამებზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური ნიშნით შემდეგ მიმართულებებზე:

პოლიტიკის მეცნიერება:
  • სტრატეგიული პოლიტიკური კომუნიკაცია
  • პოლიტიკური კამპანიები და არჩევნები
  • ციფრული პოლიტიკა

პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი
ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანტური ადგილი

კონკურსის ჩატარების ეტაპები და ვადები დადგინდეს შემდეგი სახით:
  • კონკურსის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურად გავრცელება უნივერსიტეტის ვებგვერდისა და დასაქმების ელექტრონული გვერდის საშუალებით - 2024 წლის 9 სექტემბერი;
  • დაინტერესებულ კანდიდატთა მიერ კონკურსში მონაწილეობის შესახებ (კონკრეტული თანამდებობის მითითებით, მათ შორის აკადემიური ნიშნით),  განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა 2024 წლის 9 ოქტომბრიდან - 2024 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი: 2024 წლის 21 ოქტომბრიდან - 23 ოქტომბრის ჩათვლით;
  • კონკურსის მეორე ეტაპი: 2024 წლის 24 ოქტომბრიდან - 2024 წლის 30
  • ოქტომბრის ჩათვლით;
  • კონკურსის მესამე ეტაპი და წინასწარი შედეგების გამოქვეყნება: არაუგვიანეს 2024 წლის 31 ოქტომბრისა;
  • კონკურსანტების მიერ სააპელაციო განაცხადების წარმოდგენა: 2024 წლის
  • 1 ნოემბრიდან 2024 წლის 2 ნოემბრიდან ჩათვლით;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2024 წლის 3 ნოემბერი;
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2024 წლის 4 ნოემბერი;
  • სააპელაციო განაცხადების წარმოუდგებლობის შემთხვევაში, კონკურსის წინასწარი შედეგები მტკიცდება საბოლოო შედეგების სახით არაუგვიანეს 2024 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით.

3. კონკურსანტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, განაცხადის წარმოდგენის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, „აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაოზე აყვანის წესის შესაბამისად, დეტალურად განისაზღვრება საკონკურსო განაცხადით (დანართი 1), რომელიც ვრცელდება საჯაროდ.
4. დაევალოს ბრიტანული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ბრიტანული უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით.
5. დაევალოს ბრიტანული უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დასაქმების ვებგვერდის, www.jobs.ge მეშვეობით, ასევე, საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული ხელშეწყობა.
6. ბრძანების      დაინტერესებული   პირებისთვის   გაცნობა   დაევალოს
ბრიტანული უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურს.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
8. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


სრულად კონკურსზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://britishuni.edu.ge/შეზღუდული-პასუხისმგებლო/
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე