სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2024 წლის 13 სექტემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სპეციალობებზე:
მედიცინის ფაკულტეტზე მედიცინის მიმართულებით (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- პროფესორი (აფილირების პირობით) - 3 ვაკანტური ადგილი;
- ასოცირებული პროფესორი - 10 ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტი - 5 ვაკანტური ადგილი.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად დადგენილ ძირითად მოთხოვნებად და შეფასების
კრიტერიუმებად განისაზღვროს:
ძირითადი კრიტერიუმი:
- პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს);
დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს;
- დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
- ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
- დამატებით კლინიკურ მიმართულებაზე:
- სულ მცირე ბოლო 3 წლის კლინიკური გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
ინგლისური ენის კომპონენტი:
- ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელებისთვის კონკურსანტი (განურჩევლად პოზიციისა) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).
დამატებითი კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის სილაბუსი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- საერთაშორისო გამოქვეყნებები;
- გასაუბრება;
- საჩვენებელი ლექცია/სასწავლო კურსის პრეზენტაცია;
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წარმოადგინოს:
განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3×4 -ზე, ელექტრონული - CD მატარებელზე);
ავტობიოგრაფია (CV) შევსებული ამ ბრძანების დანართი #1-ის შესაბამისად;
ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების სია;
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხისა და დოქტორანტურაში სწავლის ცნობა - ასისტენტის შემთხვევაში;
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:
ინგლისურენოვანი პროგრამაზე სწავლების, სულ მცირე, 3 წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში, არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით, არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულების, დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.) წარმოდგენის შემთხვევაში;
სასწავლო კურსის სილაბუსი;
შენიშვნა: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. უნივერსიტეტი ვალდებულია პირისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე მოსთხოვოს მას წარმოადგინოს:
ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ .
პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 8 (რვა) წლის ვადით;
ასოცირებული პროფესორი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 6 (ექვსი) წლის ვადით;
ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევა 4 (ოთხი) წლის ვადით;
დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი დადგინდება შესარჩევ კანდიდატთან დამატებითი შეთანხმებით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საქმისწარმოების მენეჯერს (ც. ხითარიშვილი) ტელ: 577347700, ელექტრონული ფოსტა info@sabauni.edu.ge .
საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 15 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე info@sabauni.edu.ge. დოკუმენტაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი ციცინო ხითარიშვილი, ტელ: 577347700.
საკონკურსო კომისია მუშაობას განახორციელებს 2024 წლის 17 ოქტომბრიდან..
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 22 ოქტომბრამდე.
კონკურსის შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პერსონალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.