სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური, რუსული
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტის (უცხოელ სტუდენტთა მიმართულებით) პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება მინ. 1 წელი (უპირატესობა მიენიჭება საგანმანთლებლო სფეროში უმაღლეს ან პროფესიულ დაწესებულებაში) მუშაობის გამოცდილების მქონე პირს;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის B2 დონეზე ფლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის  გრძნობა
  •  სტრესული გარემოში მუშაობის უნარი
  •  კომუნიკაბელურობა
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი
  •  დეტალებზე ორიენტირებული

უნივერსიტეტის  სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტის სამუშაოს ზოგადი აღწერა:
  • ცნობების მომზადება, გაცემა ყველა კატეგორიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებზე;
  • ცნობების გაცემა უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებზე;
  • სტუდენტთა განცხადებების მიღების და მათი სრული მოძრაობის კონტროლი;
  • მომზადებულ ცნობებსა და შემოსულ განცხადებებზე ელექტრონული ბაზის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში (გამოცდების აღდგენები) მათი სიობრივი მონაცემების მომზადება საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მითითებით;
  • უცხოელ სტუდენტთა ჩარიცხვასთან დაკავშირებით ყველა პროცედურული საკითხის (აპლიკაციის შევსება, მოტანილი საბუთების გადამოწმება, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში გადასაგზავნი მასალების შეკრება-მომზადება, დოკუმენტაციის ბრუნვის ელექტრონული ბაზა) ორგანიზება;

კონკურსის ეტაპები:
საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
გასაუბრება.
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: სრული განაკვეთი

საკონკურსო განაცხადები მიიღება 06.09.2024 – 13.09.2024

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.