მერჩენდაიზერი

თბილისი მოქნილი გრაფიკი ქართული ღვინის სახლი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: საშუალო განათლება ენები: ქართული მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას  მერჩენდაიზერის პოზიციაზე (ქსელური მარკეტებისათვის).

მოთხოვნები:
  • სასურველია მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი ;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ახალი მასალის სწრაფად ათვისების უნარი;
  • B  კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სავაჭრო ობიექტებზე დადგენილი მარშრუტის მიხედვით ვიზიტი;
  • საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და სექციაში პლანოგრამის მიხედვით განლაგება;
  • მერჩენდაიზინგის წესების დაცვა.
  • სავაჭრო ობიექტებში წარმოდგენილი პროდუქციის სრული ასორტიმენტის, ბრენდებს შორის  არსებული ხარისხობრივი უპირატესობების ცოდნა;
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის ნაშთისა კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, შეკვეთის განხორციელება;
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის, ფასმაჩვენებლებისა და სარეკლამო მასალების მონიტორინგი და განახლება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების  შესრულება; 
  • პროდუქციის პოზიციების გაზრდაზე ზრუნვა.

ანაზღაურება/ბენეფიტები:  1200 ლარი; ჯანმრთელობის დაზღვევა; საწვავით უზრუნველყოფა.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი - პარასკევი, 09:30 სთ-დან დღის გეგმის შესრულებამდე (მაქსიმუმ 18:30სთ-მდე)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!