მერჩენდაიზერების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ქართული აგრო სახლი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

სამუშაო საათები - 40 საათი კვირაში (კვირაში 6 სამუშაო დღე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაქვემდებარებული მერჩენდაიზერების მართვა და კონტროლი;
  • პროდუქციის პლანოგრამის მიხედვით წარმოჩენის კონტროლი გაყიდვების ობიექტებში;
  • მოძრავი და ლოკალური მერჩენდაიზერების, სამუშაო ხარისხის შეფასება და კონტროლი;
  • სამუშაოს ეფექტურობისა და ოპტიმზაციის მიზნით სხვა და სხვა აქტოვობების დაგეგმვა, როგორიცაა რეკრუტინგი HR სამსახურთან თანამშტომლობით;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ტაბელებისა და შვებულებების აღრიცხვა;
  • „ხარისხის კონტროლის ფაილის“ და „კონკურენტების ანალიზის“ ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სავაჭრო ქსელებში მუშაობის გამოცდილება;
  • Ms Excel-ის ზოგადი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პოზიტიური და ენერგიული;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: 
  • თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია;
  • დაზღვევა - საუკეთესო პირობებით;
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
  • პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.