მერჩენდაიზერი

ბათუმი, ზუგდიდი, გორი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი

შპს "პსპ ფარმა" აცხადებს მერჩენდაიზერის  ვაკანსიას შემდეგ ლოკაციებზე: 

  • აჭარა - გურია - სამეგრელო;
  • შიდა ქართლი - სამცხე- ჯავახეთი.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • სააფთიაქო ქსელში თითოეული აფთიაქის მერჩბუკის შექმნაში მონაწილეობა - აფთიაქებში არსებული სადისპლეო და პრომო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, ფოტო რეპორტის შექმნა და საერთო ბაზაში შეყვანა; 
  • სააფთიაქო ქსელში თითოეული აფთიაქის სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობა - არსებული თაროების, სადისპლეო ადგილების და პრომო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, მონიტორინგი და სახელმძღვანელოში ინფორმაციის განახლება;
  • სააფთიაქო ქსელში არსებული თაროების, სადისპლეო ადგილების,  პრომო ადგილების, POS მასალების და სხვა შიდა და გარე სარეკლამო-საკომუნიკაციო სივრცეების მონიტორინგი;
  • სარეკლამო და POS მასალების მასალის განთავსება და განთავსების მონიტორინგი. აფთიაქში სარეკლამო მასალების არქონის ან არასწორად განლაგების შემთხვევაში, მასალების მიწოდება, განთავსება ან/და განახლება;
  • პლანოგრამების და პროდუქტის განლაგების გეგმების გათვალისწინებით მერჩენდაიზინგის სოფტით მუშაობა - მონიტორინგი, რეპორტინგი და განლაგების კორექცია.
  • აფთიაქების მერჩაუდიტი და დარღვევებზე რეაგირება; ცვლილებების შემთხვევაში პროდუქციის გადალაგება; 
  • წინადადებების მომზადება სააფთიაქო ავეჯში დამატებითი თაროებისა და სადისპლეო ადგილების შეტანის შესახებ;
  • ახალ აფთიაქებში ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის განთავსება თაროებზე;
  • ახალი პროდუქციის დამატების შემთხვევაში, ადგილის მოძებნა და განთავსება;
  • პორტფელში არსებულ აფთიაქებთან / აფთიაქის მენეჯერებთან ინფორმაციის მიმოცვლა მიმდინარე აქტივობების, განლაგებების, ცვლილებების და სხვა მერჩენდაიზინგთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა (A2-B1)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია)


პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge   და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 იანვარი, 2025 წელი.