კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტის (უცხოელ სტუდენტთა მიმართულებით) პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება მინ. 1 წელი (უპირატესობა მიენიჭება საგანმანთლებლო სფეროში უმაღლეს ან პროფესიულ დაწესებულებაში) მუშაობის გამოცდილების მქონე პირს;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ან/და რუსული ენის B2 დონეზე ფლობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- სტრესული გარემოში მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტის სამუშაოს ზოგადი აღწერა:
- ცნობების მომზადება, გაცემა ყველა კატეგორიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებზე;
- ცნობების გაცემა უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებზე;
- სტუდენტთა განცხადებების მიღების და მათი სრული მოძრაობის კონტროლი;
- მომზადებულ ცნობებსა და შემოსულ განცხადებებზე ელექტრონული ბაზის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში (გამოცდების აღდგენები) მათი სიობრივი მონაცემების მომზადება საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მითითებით;
- უცხოელ სტუდენტთა ჩარიცხვასთან დაკავშირებით ყველა პროცედურული საკითხის (აპლიკაციის შევსება, მოტანილი საბუთების გადამოწმება, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში გადასაგზავნი მასალების შეკრება-მომზადება, დოკუმენტაციის ბრუნვის ელექტრონული ბაზა) ორგანიზება;
კონკურსის ეტაპები:
საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
გასაუბრება.
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: სრული განაკვეთი
საკონკურსო განაცხადები მიიღება 06.09.2024 – 13.09.2024
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.