ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ლაბორანტი

მივლინება: არა ხელფასი: 605
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობის დასაკავებლად: ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის  ლაბორანტი
ადგილების რაოდენობა  – 1 (ერთი) სრული საშტატო  განაკვეთი;
თანამდებობრივი სარგო : 605 ლარი;
გამოსაცდელი ვადა 6 თვე

ფუნქციები:
  • პრეციზიულ იმპენდანსის ანალიზატორთან მუშაობა
  • სხვადასხვა ქიმიური გზით მიღებული კონპოზიტების, ენერგიის შემნახველ მასალების , 3D ბეჭდვით მიღებულ ახალი ნაერთების და მშთანთქმელი  მასალების ელექტრული მახასიათებლების გაზომვებში მონაწილეობის მიღება.

განათლება: 
  • არანაკლებ ბაკალავრიატის დიპლომი ან  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

დამატებითი მოთხოვნები: 
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ააქვს ქიმიის და ფიზიკის სავალდებულო კურსების ცოდნის დამადასტურებელი საბაკალავრო დიპლომი; 
  • კონკურსანტი უნდა ამჟღავნებდეს ინტერესს  ფიზიკურ-ქიმიურ სამეცნიერო კვლევების მიმართ, კერძოდ მასალების სინთეზის და ტექნოლოგიური პროცესების მიმართულებით;
  • ზოგადი ცოდნა  ზეგამტარების, კრიოგენიკის და  მაგნიტური გაზომვების;
  • ფიზიკურ - მექანიკური მახასიათებლების განსაზღვრის აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება. 

კომპეტენციები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, გამართულად წერისა და მეტყველების უნარი, გუნდურად მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პროდუქტიულობა.

ენების ცოდნა:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად  ცოდნა.
  • ერთერთი  უცხო ენის ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამები: 
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს
  • Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი, LabVIEW, ORIGIN, MATLAB.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად;
  • სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;

ორი რეკომენდატორის: სახელი, გვარი: სამუშაო ადგილი; თანამდებობა; ტელეფონის ნომერი; ელ.ფოსტის მისამართი.

შენიშვნა:
  • აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
  • განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.
  • დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა).

კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის   xlomidze@sipt.org.ge   საშუალებით. კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება  იწარმოებს    2024 წლის   9 -10 სექტემბერს.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
  • I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კონკურსანტის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
  • II ეტაპი - შერჩეული განაცხადების საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტის გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

გასაუბრებაზე კონკურსანტის დროულად არგამოცხადების შემთხვევაში, იგი მოიხსნება კონკურსიდან.

კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კონკურსანტს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე 
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა