სერვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გასტრო ლოფტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი
რესტორანი “გასტროლოფტი” სტუმრებს 2023 წლიდან მასპინძლობს. რესტორნის მიმართულებებია პაბი ქართულ-ევროპული სამზარეულოთ და ადგილზე არსებული ლუდ-სახარშით და კლასიკური ტიპის რესტორნით (შენობის მეორე სართულზე) “გასტროჰოლი”.
ჩვენს გუნდში ვეძებთ სერვის მენეჯერს
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, გლდანი, მარატ ნოზაძის 23
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:
  • ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინირება
  • ობიექტზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის მართვა, სამუშაო დროის აღრიცხვა სპეციალურ ტაბელში
  • პირდაპირ და არაპირდაპირ დქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, შედეგების შესახებ ფილიალი მენეჯერის ინფორმირება
  • სამზარეულოს პერსონალთან კომუნიკაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
  • საუკეთესო სერვისის შეთავაზების მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით
  • მომსახურების სტანდარტების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა
  • ჯავშნების მიღებისა და დაგეგმვის კოორდინირება, უხარვეზოდ შესრულების მონიტორინგი
  • მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტთან, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი
  • HACCP-ის სისტემისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესრულების მონიტორინგი
  • ობიექტის პერიმეტრზე არსებული ინფრასტრუქტურის , მოწყობილობებისა და დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

აუცილებელი მოთხოვნები:
  • სარესტორნო სფეროში მუშაობის მინ. 6 წლიანი გამოცდილება
  • სერვის-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება
  • მომსახურების სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • MS Office პროგრამებში მუშაობის უნარები

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: gastroloft.ge@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 593 08 03 02