ლოკაციის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Popolo
მივლინება: არა ხელფასი: 1600 - 2400
ენები: ქართული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი

შეუერთდი ჩვენს გუნდს პიცერია "პოპოლოში"! 2022 წლიდან თბილისის ცენტრში, ფაბრიკას ტერიტორიაზე (ეგნატე ნინოშვილის ქ. 8) ვქმნით კულინარიულ თავგადასავალს ჩვენი მომხმარებლებისთვის, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პიცას პირდაპირ ჩვენი ხელნაკეთი შეშის ღუმელიდან. "პოპოლო" უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შესანიშნავი პიცერია; ეს არის ადგილი, სადაც ხალხი იკრიბება, საუბრობს, ერთიანდება და ივსება დადებითი ენერგიით.  შემოგვიერთდით, რომ შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები და კულინარიული საოცრებები, რომლებიც აერთიანებს ადამიანებს, "around pizza"! 


პიცერია "პოპოლო" აცხადებს ვაკანსიას ლოკაციის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი,  ეგნატე ნინოშვილის ქ. 8

სამუშაო დღეები : 4/5 დღე კვირაში((7სთ) (ორშაბათი-კვირა)

ანაზღაურება: 1600-დან 2400 ლარამდე


სამუშაოს აღწერილობა:

  • თანამშრომელთა გუნდის ხელმძღვანელობა და ლიდერობა
  • მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე პასუხისმგებელი პირი
  • ინვენტარიზაციის ჩატარება (რეგულარულად)
  • იყოს რესტორნის წარმომადგენელი, იკონტაქტოს მიმდებარე რესტორნების თანამშრომლებთან
  • მომწოდებლებთან კონტაქტი, პროდუქტის შეკვეთა, შეკვეთების განთავსება პროგრამაში
  • სამუშაო სივრცეზე ზრუნვა
  • პროდუქტების და სიახლეების გაცნობა და შეთავაზება მომხმარებლებისათვის
  • სალაროსთან/სერვისში მუშაობა


მოთხოვნები

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
  • სერვისში/ლიდერად მუშაობის გამოცდილება
  • თავდაჯერებულობა და კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა,
  • გუნდური მუშაობის უნარი, ლიდერობა
  • პროაქტიულობა, ინიციატივის გამოჩენა


ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ფორმა:https://form.jotform.com/240022717191447

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე