დასუფთავების დეპარტამენტში სუპერვაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო მარჯან პლაზა
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი
4* ვარსკვლავიანი  სასტუმრო მარჯან პლაზა 2022 წლის ოქტომბრის თვიდან ოფიციალურად ოპერირებს სასტუმრო-სარესტორნო ბაზარზე და ღირსეულ კონკურენციას უწევს საქართველოში არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ ბრენდებს,  აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატიო ადგილი უკავია Booking. Com- ის სარეიტინგო სიაში.  

სასტუმრო მარჯან პლაზა აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების  დეპარტამენტში სუპერვაიზერის  პოზიციაზე. 
ადგილმდებარეობა : თბილისი, დ.უზნაძის ქუჩა 65
სამუშაო განაკვეთი:  8 საათიანი; 5/2
ანაზღაურება: ფიქსირებული 
ბენეფიტი: კვება და დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს ნომრების და საერთო სივრცეების დასუფთავების ყოველდღიური შესრულების ზედამხედველობა;
  • საჭიროების შემთხვევაში დალაგების პროცესში ჩართულობა;
  • ჰიგიენური პროდუქციის მარაგებისა და სასტუმროს თეთრეულის როტაციის ციკლის კონტროლი;
  • დეპარტამენტის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შემუშავებაში ჩართულობა;
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით, კმაყოფილების უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • დასუფთავების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიული სერთიფიკატი დასუფთავების სფეროში ან/და მომსახურების პროფილით ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების პროგრამებს;
  • გუნდური აქტივობების პროგრამებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge და წერილის, თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის თემატური დასახელება - „დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი“. 
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთ“-ის მიერ (ს/ნ.: 402270671) იურ. მის.: ქ. თბილისი, დ.უზნაძის 65) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@marjanplaza.ge;