კინოთეატრის ადმინისტრატორი

ქუთაისი სრული განაკვეთი კინო საქართველო
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
ქ. ქუთაისში - კინო საქართველო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:- კინოთეატრის ადმინისტრატორი

მოვალეობები:
  • კინოთეატრის შენობის კარგი მდგომარეობის შენარჩუნების წესი.
  • ვიზიტორთა სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვის და შენახვის წესები
  • ელექტრონული კომპიუტერების სალარო აპარატების მუშაობის წესები
  • ინფორმაცია მიმდინარე ან დაგეგმილ რეპერტუარზე, წვეულებაზე, ჩვენებების განრიგზე, რეკლამებისა და ფილმების ხანგრძლივობაზე, მის ჟანრზე და მონაწილე მსახიობებზე, ფილმის ყურების ასაკობრივ ზღვარზე.
  • კინოთეატრის ადგილების, განრიგების, ბილეთების ფასისა და ფასდაკლებების ცოდნა.
  • თანამშრომელთა ანაზღაურების ფორმები და სისტემები
  • შრომის კანონმდებლობა
  • შრომის დაცვის წესები და ნორმები

ადმინისტრატორის მოვალეობები:
  • ვიზიტორებს სთავაზობს ეფექტურ მომსახურეობას და უქმნის კომფორტულ პირობებს
  • ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის
  • იღებს ზომებს კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად
  • განიხილავს მომხმარებლებთა არადამაკმაყოფილებელ მომსახურეობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და იღებს შესაბამის ზომებს
  • უზრუნველყოფს და აკონტროლებს სისუფთავესა და წესრიგს შენობაში
  • აკონტროლებს კინოთეატრის თანამშრომლების მიერ შრომისა და წარმოების დისციპლინის შრომის დაცვის წესებსა და ნორმების უსაფრთხოებას.
  • აკონტროლებს მომხამარებლის მომსახურეობის ხარისხს.
  • აკონტროლებს მისთვის მინდობილი ობიექტის ტექნიკურ მდგომარეობას. უბედური შემთხვევის, ავარიის, დაზიანების ან განადგურების გამოვლენის შემთხვევაში აცნობებს კინოთეატრის მენეჯერს ამ მდგომარეობის შესახებ და იღებს შესაბამის ზომებს.
  • აკონტროლებს კინოდარბაზების კარების გახნის/დახურვის დროულობას სხდომის დაწყებამდე და მის დასრულებამდე
  • ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა სამუშაოზე გასვლას თანამშრომელთა სამუშაოზე გასვლის განრიგის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე CV ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელ ფოსტაზე. cinemamall1@gmail.com
თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან მობრძანდით გასაუბრებაზე კინოთეატრში ქ. ქუთაისი თამარ მეფის N 14
გისურვებთ წარმატებას!