ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი წერტი
მივლინება: არა ხელფასი: 1400 +ბონუსი
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
„წერტი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში (ლოკაცია - საბურთალო, ყაზბეგის გამზირი), წერტის პატარა კაფეში.

კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 5 ფილიალში დასაქმებულ 135 თანამშრომელს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
  • პროდუქციის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • რეალიზებული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • კაფის პერსონალის ხელმძღვანელობა;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
  • აღწერების სრულფასოვნად ჩაატრების კონტროლი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
  • მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ხელფასი - 1400 ლარი + ბონუსი
  • გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 10:00-19:00;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თანამშრომლის ფასდაკლების ბარათს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
  • გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

* თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!