ანაზღაურებადი სტაჟირება ოფისის მენეჯერი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი”  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • კორესპონდენციის წარმოება;
  • ფოსტის მიღება-გაგზავნა;
  • სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი, გადამისამართება;
  • ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
  • სადაზღვევო შიდა პროგრამაში მუშაობა: პოლისებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ/რუსულ და ქართულ ენებში ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში („subject”) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟირება - ოფის მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება 
რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ოქტომბერი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/