შესყიდვების სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი გუმბათი ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია  „გუმბათი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ლოკაცია - ბათუმი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში მოთხოვნილი მასალების/საქონელის განხილვა, ანალიზი, დეტალური შესწავლა და გეგმა გრაფიკის მომზადება;
  • ინვოისიების და საგადასახადო დავალებების, ფასების ჩანაწერების აღრიცხვა;
  • ახალი და არსებული მომწოდებლების ინფორმაციის ბაზის წარმოება და პერიოდულობით განახლება;
  • დავალებული საქმის ხარისხიანად და დროულად შესრულება;
  • საჭიროებიდან გამომდინარე მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • საჭიროებიდან გამომდინარე მომარაგებასთან კომუნიკაცია;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება, დაკავშირებული შესყიდვების სპეციალისტის საქმიანობასთან. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, აუცილებელია EXCEL ის ცოდნა;
  • სასურველია ინგლიური/რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.

პიროვნული უნარები:
  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, ყოველდღიური 8 საათიანი სამუშაო დღე; დასვენება: შაბათი, კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები. 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: purchase@gumbatigroup.ge2024 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.
წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 1 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
„გუმბათი ჯგუფი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.