უმცროსი იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი IBCCS Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 650
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი, იურისტის ასისტენტი/ მდივანი
"IBCCS GEORGIA" ეძებს გუნდის ახალ წევრს უმცროსი იურისტის პოზიციაზე. კომპანია IBCCS Georgia არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას. IBCCS Georgia მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. IBCCS Georgia ოფისები აქვს ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), ესტონეთსა (ტალინი) და სომხეთში (ერევანი).

გამოსაცდელი ვადა: 6 (ექვსი) თვე.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ  6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა Microsoft Word-ის ფუნქციონალების საფუძვლიან ცოდნას);
  • მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;

მოვალეობები:
  • კლიენტების პორტფელის მართვა იურისტთან ერთად;
  • კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით;
  • ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის პირველადი მომზადება /რევიზია;
  • კლიენტების სამართლებრივი გამოწვევების შეფასება და იურიდიული ანალიზის/სამართლებრივი დასკვნების მომზადებაში დახმარება;
  • საკანონმდებლო სიახლეების მომზადება. 

აუცილებელი პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პირადი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სკულპულოზური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გარეშე.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-10:30 საათიდან 18:00-19:30 საათამდე შუალედში, ორშაბათიდან-პარასკევი დღის ჩათვლით.

თუ შენც გვეძებ გადმოაგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@ibccs.tax ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი იურისტი განცხადებების მიღება: არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბერი.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 5 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

*ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში და ვაღიარებთ პირთა თანასწორობის უფლებას.