ვაკანსიის დეტალები
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება/შესრულება, ვადების კონტროლი, პარტნიორ კომპანიებთან უკუკავშირი;
- სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება-მათ სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება, შეფასება, ვიზირება, გაფორმება, სისტემატიზაცია;
- კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა: კომპანიისთვის საჭირო წერილების, ბრძანებების, წესდებების, აქტების, ინსტრუქციების, საჩივრებისა და სხვა საჭირო იურიდიული პროექტების მომზადების (საქმისწარმოების წესით-შევსება, წარმოება, მოწესრიგება) უზრუნველყოფა;
- წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ორგანიზაციებში, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
- საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
- კომპანიისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
- ადმინისტრაციული, შრომის, სამეწარმეო და სამოქალაქო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (ჩაითვლება უპირატესად);
- სავალდებულოა ქართული და სამართლებრივი ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (გამართული ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევებით) ;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office) სავალდებულოა;
- პიროვნული უნარ-ჩვევები: მოლაპარაკებების წარმოების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა; დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ სათაურის ველში - “subject”, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.