იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი Restoaudit
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: იურისტი, კორპორატიული სამართალი, სამოქალაქო სამართალი, შრომის უფლებები, ადმინისტრაციული სამართალი

შპს რესტოაუდიტი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.


ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელსაც აქვს გამოცდილება იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებისა და სამართლებრივი საკითხების მართვის სფეროში.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იურიდიული განათლება;
  • მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office);
  • ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა აუცილებელია.


ძირითადი მოვალეობები:

  • იურიდიული დოკუმენტაციის (კონტრაქტები, შეთანხმებები, აქტები) შედგენა და გადამოწმება;
  • კომპანიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მართვა და კონსულტირება;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;
  • კომუნიკაცია პარტნიორ კომპანიებთან სამართლებრივ საკითხებზე;
  • სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა (საჭიროების შემთხვევაში).


რას გთავაზობთ ჩვენ:

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კონკურენტული ანაზღაურება, გამოცდილების გათვალისწინებით.


ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Contact@restoaudit.ge

გთხოვთ, წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „იურისტი“.


„რესტოაუდიტი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!