შეფ დე პარტი

ყვარელი სრული განაკვეთი სასტუმრო ყვარელი პალასი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
სასტუმრო „ყვარელის ტბა“ გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს შეფ დე პარტის  პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • კერძების მომზადება მენიუდან მაღალი დონის შესრულებით; 
  • გემოვნური თვისებებისა და  ვიზუალური გაფორმების დაცვის უზრუნველყოფა; 
  • ამოწმებს  და აკონტროლებს თითოეული კერძის ხარისხს, რაოდენობას, პრეზენტაბელურობას და სწორ ტემპერატურას სამზარეულოდან გატანამდე; 
  • უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების შენახვას და დამუშავებას დადგენილი სტანდარტების მიხედვით; 
  • უზრუნველყოფს მარაგების კონტროლს ,სათანადო ხარისხს და რაოდენობას; 
  • იცავს სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტებს; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და  უნარ-ჩვევები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ემოციურად სტაბილური; 
  • შრომისმოყვარე და ენერგიული; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 
 
ყვარელი პალასი გისურვებთ წარმატებას.