კომი შეფი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო Unfound Door
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
"Unfound Door Design Hotel" - სადაც ყოველ კარს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური დიზაინით გაფორმებულ ოთახში იღება. 13 ნომრიანი სასტუმრო მდებარეობს, თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე. მე-19 საუკუნის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხატული სადარბაზოთი. 
სასტუმრო "Unfound Door" აცხადებს ვაკანსიას კომი შეფის პოზიციაზე. 
 
მოვალეობები: 
  • მენიუში არსებული კერძების სრულყოფილად ცოდნა, მათი სტანდარტების შესაბამისად მომზადება  
  • კერძების გემოვნური თვისებებისა და და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა შეფ მზარეულის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად 
  • სამზარეულოს სივრცეების სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი  
  • პროდუქციის მარაგების კონტროლი და წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა 
  • საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად  
  • სუბორდინაციის დაცვა  

მოთხოვნები და უნარები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინურობა 
  • ორგანიზებულობბა 
  • შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი 5/2 (9 სთ) 
  • დაზღვევა 
  • კვება 
  • ტრანსპორტირება  
  • Fitpass 
  • სპეციალური ფასი თანამშრლომლებისთვის რესტორანსა და სასტუმროში 
 
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებას! 

"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებას!