შეფ დე პარტი

თბილისი სრული განაკვეთი MERCURE Tbilisi Old Town
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, ქართული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული

ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 53 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 40-მდე ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5200-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

ACCOR -ის ჯგუფის წევრი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town”  აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტის პოზიციაზე


ძირითადი მოვალეობები:

  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
  • ყველა შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად და მინიმალური დანაკარგით;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
  • ცვლაში მომუშავე თანამშრომლების გამართულად მუშაობის ზედამხედველობა;


მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


საჭირო უნარები:

  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დამატებითი სარგებელი:

  • პროფესიული განვითარება;
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • დაზღვევა;
  • კვება;
  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.


გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ / ინგლისურ ენაზე ფოტოსთან ერთად) შემდეგ მისამართზე: H9417-HR3@accor.com


გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("შეფ დე პარტი”), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება