Hertz Georgia აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე
სრული განაკვეთი
ორშ-პარ: 9:30-18:00 შაბ: 10:00-15:00
მდებარეობა - თბილისი
ხელფასი - 1500
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება
- ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
- მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
- კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება;
- ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების/ბიუჯეტის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში);
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე
- საოფისე პროგრამების განსაკუთრებით ექსელის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: finance@hertz.com.ge