ფინანსური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ალგანი
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 4000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური მენეჯერი
დაცვის კომპანია ალგანი აცხადება ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის  პოზიციაზე. 
 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი #8. 

ანაზღაურება: 2,500 – 4,000 Net. (კვალიფიკაციის მიხედვით) 
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა; 
  • სამუშაო რეჟიმში ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათ მინიმიზაციაზე მუშაობა,  
  • შიდა პროცესების ოპტიმიზაცია; 
  • კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტში შემავალი სამსახურების გამართული, ეფექტიანი და დროული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროცესების ორგანიზება, გადაწყვეტილებების მიღება და  სხვა შიდა/გარე სამსახურებთან კოორდინირება; 
  • ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია; 
  • ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი; 
  • სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობაში მოყვანა; 
  • საგადასახადო აუდიტისა და ყოველწლიური IFRS ფინანსური ანგარიშგების (კომპილაცია) პროცესში (შეხვედრები/განხილვები, ანალიზი, საბოლოო რეპორტის მომზადება) მონაწილეობა; 
  • ფინანსური რეპორტების მომზადება მომზადებული რეპორტების საბოლოო დეტალური გადამოწმება, ანალიზი, რეკომენდაციები; 
  • ბონუსების/ჯარიმების მართვა საჭიროების მიხედვით; 
  • კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია; 
  • კომპანიის წლიური ბიუჯეტის შემუშავება - კონტროლი; 
  • ავტო მეურნეობის მხარდაჭერა და კონტროლი - პრობლემების იდენტიფიცირება, დროული გადაჭრის გზების მოძიება. ; 
  • მატერიალური მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების მონიტორინგი/მართვა; 
  • მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; 
  • საჭიროებისამებრ ბანკებთან კომუნიკაცია/მოლაპარაკებები საბანკო/საკრედიტო პროდუქტებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი); 
  • სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს; 
  • შესაბამის სფეროში მინ.3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე; 
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და საგადასახადო კოდექსის ცოდნა; 
  • კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი. 
  •  
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.