ფინანსური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ციტადელი
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური მენეჯერი
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას   ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. 
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. 
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა. 
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com 
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად  ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 
  • წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად; 
  • ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი; 
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი და გუნდის განვითარებაზე  ზრუნვა; 
  • კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი; 
  • გარე აუდიტის დასკვნის განხილვა და მისაღები რეკომენდაციების განხორციელების მიზნით მმართველი გუნდისთვის წინადადებების წარდგენა; 
  • კომპანიის მიზნების,ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში მონააწილეობა; 
  • სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და პრეზენტაცია მმართველ გუნდთან; 
  • ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა  და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა; 
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • კომპანიის პროცესების ავტომატიზირება და პროგრამაში დანერგვა. (კომაპნიაში დანერგილია შიდა მენეჯერული პროგრამა, რომელიც საჭიროებს დამატებით პროცესების დანერგვას და არსებულის დახვეწას) 
  • ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების კონტროლი და მართვა. 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • ენები: რუსული/ინგლისური -B2 
  • MS Office პროგრამების კარგად ცოდნა. 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული. 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის 32. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 
გისურვებთ წარმატებას!