AML შესაბამისობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი OPPA
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სს "ოპპა"  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:  AML შესაბამისობის სპეციალისტი
პოზიციის მიზანია, AML შესაბამისობის სრული მხარდაჭერა.

რას გააკეთებ:
  • გაანალიზებ კლიენტების იდენტიფიკაციის შედეგად  მიღებულ ინფორმაციას და მონიტორინგს გაუწევ დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენას/გაგზავნას.
  • მონაწილეობას მიიღებ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა კონტროლის, წესების და პროცედურების შემუშავებაში;
  • მართავ ფულის გათეთრების წინააღმდეგ შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების პროცესს;
  • მოამზადებ ეროვნულ ბანკში წარსადგენ რეპორტებს;
  • შეასრულებ საზედამხედველო ორგანოს მითითებებსა და რეკომენდაციებს;
  • კონსულტაციას გაუწევ სხვადასხვა განყოფილებებს, ეროვნული ბანკის რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად;
  • პასუხისმგებელი იქნები ეროვნული ბანკიდან მიღებული წერილების დამუშავებაში;
  • კლიენტების და მათ მიერ შესრულებული ოპერაციების შესწავლა, დამუშავება საეჭვო/უჩვეულო გარიგებების გამოვლენის მიზნით;
  • AML პოლიტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
  • მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა და მათ შესახებ ინფორმაციის ფმს-ში დროული წარდგენა;
  • მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) სისტემატიზაცია და შენახვა.

მნიშვნელოვანია გქონდეს:
  • არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში/AML-ის მიმართულებით;
  • უმაღლესი განათლება;
  • საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ  საქართველოს კანონის ცოდნა;
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით;
  • AML/CFT რეგულაციებისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის სტანდარტის ცოდნა;
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან რეპორტინგის გამოცდილება
  • საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, PowerPoint)
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საკანონმდებლო მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და ორგანიზებულობა;
  • გქონდეს საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და იყო დისციპლინირებული;
  • გქონდეს გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • საქმისა და კოლეგების მიმართ კეთილგანწყობა, ახლის სწავლისა და განვითარების მუდმივი სურვილი და მზაობა.

დამატებითი მოთხოვნები:
  • საფინანსო სექტორში, მათ შორის კომერციულ ბანკში, საგადახდო პროვაიდერთან ან სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
  • საქართველოს ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის გამოცდილება.
  • ქართულ და ინგლისური ენებზე ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია იურიდიული განათლება.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
 
სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.