სატელეფონო მომსახურების ხარისხის კონტროლის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ავტო იმპორტ ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ენები: რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
ავტო იმპორტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე:

მოვალეობები:
  • კომპანიის ცხელ ხაზზე, გამავალი და შემომავალი ზარების მოსმენა, შეფასება და შესაბამისი რეაგირება;
  • CRM სისტემაში დამატებული პოტენციური მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაციის განაწილება გაყიდვების დეპარტამენტისთვის, მონიტორინგი და ყოველთვიური რეპორტინგი;
  • ყოველთვიური, შემომავალი და გამავალი ზარების რეპორტების წარმოება და წარდგენა;
  • თანამშრომელთა ტრენინგი;
  • აღმასრულებელი დირექტორის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • ქოლ ცენტრის ოპერატორად ან/და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა

გთავაზობთ:
  • ჰიბრიდული
  • ანაზღაურება: მინიმალური ხელფასი - 1,000 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

გთხოვთ, გადმოაგზავნით დეტალური CV შედეგ მისამართზე HR@aig.com.ge კომპანია “Auto Import Georgia” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

კომპანია “Auto Import Georgia” - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია “Auto Import Georgia” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილირეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე