ხარისხის და უვნებლობის მენეჯერი

გურჯაანი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“  აცხადებს ვაკანსიას „ხარისხის და უვნებლობის მენეჯერი“  პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ველისციხე
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები:
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
  • HACCP-ის სისტემის დანერგვა;
  • ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში წარმოებული ჩანაწერების კონტროლი;
  • მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის/ობიექტის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და გათვალისწინება;
  • სამუშაო სივრცეში სურსათის უვნებლობის საფრთხეების შეფასება და კონტროლში მონაწილეობა;
  • პერსონალის პერიოდული ტრენინგი და მათ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა;
  • საფრთხეების იდენტიფიცირება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი, მათ შორის, სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯმენტის მიმართულებით.
  • სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ეროვნული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფილი ცოდნა;
  • სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა.
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) - პროფესიულ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 29 სექტემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ   თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge,  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ხარისხის და უვნებლობის მენეჯერი“  
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.  რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”