სამშენებლო კომპანია „ჯეოინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი:
ორგანიზაციაში მიმდინარე ოპერაციების სრულყოფილი და ეფექტური მართვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთა Onboarding/Offboarding-ის პროცესის ოპერაციული ნაწილის მართვა;
- კომპანიაში არსებული თანამშრომელთა სხვადასხვა ბენეფიტების ადმინისტრირება;
- ყოველთვიურად თანამშრომელთა დასწრების შესახებ ინფორმაციის მართვა (სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობაში);
- თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების ვადებისა და პირობების კონტროლი;
- თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლების, ცვლილებების, ხელშეკრულების შეჩერების პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
- თანამშრომელთა ხელფასებისა და მივლინების აღწერა და კონტროლი;
- საპატრულო ჯარიმებისა და ტექდათვალიერებების კონტროლი;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმბაკლავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
- Microsoft Office, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- მოქნილობა ცვალებად სამუშაო გარემოში და ამავდროულად, ეფექტურობისა და პროდუქტულობის შენარჩუნება;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულყოფილი და ეფექტური გამოყენების უნარი;
- მიზანდასახული, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული.
- გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის - მიზნების დასახვის, პრობლემების გადაჭრის, და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი პროგრესის შეფასება.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00, ერთ საათიანი შესვენება;
ოფისი მდებარეობს: თბილისი, ვეფხისტყაოსნის 6ა, დიდი დიღომი (გუდვილთან);
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი.
ანაზღაურება 1500-დან ზემოთ, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ ფოსტაზე: geoinvesti@yahoo.com
ტელ: +995598282677