IT სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Nugios Systems
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
საერთაშორისო IT კომპანია Nugios Systems აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის (IT Support) პოზიციაზე.

ძირითადი სამუშაო:
  • ტექნიკური პრობლემის დადგენა და აღმოფხვრის გზების მოძებნა;
  • Microsoft Windows 10, 11 გარემოს ცოდნა;
  • ანტივირუსულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Email (POP3, IMAP) ტექნოლოგიის ცოდნა;Remote პროგრამებთან (Anydesk, სხვა) მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელების და ქსელური მოწყობილობების საბაზისო ცოდნა;
  • ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (RJ45 „დაჯეკვის“ გამოცდილება);
  • ქსელური და USB პრინტერების (სკანერების) ინსტალაცია/გამართვა;

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ენები - ინგლისური (აუცილებელი), რუსული (სასურველი);
  • Linux სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • VOIP - ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 5 დღე შეთანხმებით 
  • ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კომპეტენციის შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • შერჩევა მიღებული განაცხადებისა და რეზიუმეების საფუძველზე
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2024  წლის  30 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nugios.com . ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://nugios.com/
გისურვებთ წარმატებას!

შეტყობინება: "ნუგიოს სისტემსი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ნუგიოს სისტემსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური  მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, კომპანიამ შესაძლოა, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ნუგიოს სისტემს" მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება;

"ნუგიოს სისტემს" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.   
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ნუგიოს სისტემში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ნუგიოს სისტემში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:    https://nugios.com/