IT სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „IT სპეციალისტის“ პოზიციაზე თბილისში. 

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის ქსელისა და სისტემის გამართული მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერა და უზრუნველყოფა;
  • აპარატურული და პროგრამული მხარის კონტროლი, განვითარება, დიაგნოსტირება და შეკეთება;კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
  • პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი, გამართვა და დაკონფიგურირება;
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
  • ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;

სასურველი უნარ-ჩვევები
  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:
  • ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
  • სამუშაო გრაფიკი - სრული
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 იანვარი. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “IT სპეციალისტი”.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.