ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი საქკაბელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სს “საქკაბელი” 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს  როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული  პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.
სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს „საქკაბელი“ გთავაზობთ დასაქმებას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/ მოვალეობები/ პასუხისმგებლობის საზღვრები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება, პირველადი დოკუმენტების დამუშავება: ზედნადებების, ანგარიშფაქტურების და ა.შ. გატარება ბუღალტრულ პროგრამაში
  • დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება
  • შრომის ანაზღაურებისა და ხელფასთან გათანაბრებული განაცემების აღრიცხვა, დარიცხვა, გაცემა და ასახვა საბუღალტრო პროგრმაში
  • საბანკო ოპერაციების განხორციელება, ჩარიცხვებისა და გადარიცხვების ასახვა საბუღალტრო პროგრმაში
  • ყოველთვიური ხარჯების დარიცხვა და კონტროლი
  • აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება
  • საგადასახადოში ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების წარდგენაში მონაწილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ცოდნა/გამოცდილება
  • ბაკალავრის ხარისხი ბუღალტერიის - ფინანსების განხრით
  • ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია საგადასახადო კოდექსის ცოდნა
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, მნიშვნელოვანი ფინანსური ტერმინოლოგია
  • MS Office პროგრამების ფლობა სამომხმარებლო დონეზე; Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე
  • სასურველია 1C და/ან Apex მუშაობის გამოცდილება

უნარები/პიროვნული მახასიათებლები
  • მაღალი მოტივაცია და პროფსეიულ ზრდაზე ორიენტაცია
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
  • გუნდური მუშობა

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე:  hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ბუღალტერი. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის  გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge
თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობსა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!