ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი სეკე პარკი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - ბუღალტრის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ: 
კომპანია სეკე პარკი ახორციელებს სახანძრო და ელ. მომარაგების საინჟინრო უზრუნველყოფას, რომელიც მოიცავს სრულ ციკლს საინჟინრო პროექტის დაპროექტებიდან, მის შესრულებასა და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

ვაკანსიის შესახებ:
  • ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
  • საკონტაქტო ტელ.ნომერი: +995 595 116 735

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
  • საბანკო გადარიცხვების წარმოება და ოპერაციების პროგრამული გატარებები;
  • ძირითადი საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა, პროგრამული ასახვა, კონტროლი;
  • სატრანსპორტო ინვოისებისა და ანგარიშფაქტურების გამოწერა;
  • საწვავის აღრიცხვა და კონტროლი;
  • ყოველდღიური შესყიდვების წარმოება;
  • ოპერაციების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და პროგრამული გატარება, დამუშავება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
  • პერიოდულად დებიტორულ-კრედიტორულ კომპანიებთან შედარება და შედარების აქტების გაფორმება;
  • პერიოდულად სხვადასხვა რეპორტების დროულად მომზადება და მიწოდება კომპანიის სხვა დეპარტამენტებისათვის;
  • ყოველთვიური მოგება-ზარალის, ბალანსისა და ფულადი სახსრების მოძრაობის წარმოება;
  • ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება;
  • წლიური ანგარიშგების წარდგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა ბუღალტრული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამები: 1C ან ბალანსი
  • ენები: ინგლისური
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საინჟინრო ან სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება

უნარები და თვისებები:
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • სამედიცინო დაზღვევა
  • პროფესიული განვითარება
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება 
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!