დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს აქციებით შეზღუდული კერძო კომპანია "RENAL HEALTH ORGANISATION UK LIMITED"-ის შვილობილი კომპანია შპს "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია" საქართველოს სამედიცინო სფეროში, კერძოდ ქალაქ ქუთაისსა და ოზურგეთში, წარმოდგენილია 2021 წლიდან, რომელიც ემსახურება სახელმწიფო დაფინანსებით ჰემოდიალიზის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციართა უზრუნველყოფასა და გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას 24 საათიან რეჟმში.
შპს "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
ფინანსური აღრიცხვის წარმოება:
- ყველა ფინანსური ტრანზაქციის ჩანაწერის გაკეთება (შემოსავლები, ხარჯები, ანგარიშგებები).
- შემოსავლების და ხარჯების სწორად და დროულად აღრიცხვა.
გადასახადების და საშემოსავლო ანგარიშგებების მომზადება:
- გადასახადების ანგარიშგების და დეპოზიტების მომზადება და გადახდა.
- საშემოსავლო დეკლარაციების მომზადება და წარმოდგენა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში
ფინანსური ანგარიშგების შედგენა:
- პერიოდული ფინანსური ანგარიშების (ბალანსის, მოგება-ზარალის ანგარიშის) მომზადება.
- ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და ანგარიში.
ბიუჯეტის მომზადება და მონიტორინგი:
- ორგანიზაციის ბიუჯეტის შედგენა და განხორციელების მონიტორინგი.
- ხარჯების და შემოსავლების მართვა, რათა შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა.
გადახდების კონტროლი:
- საგადასახადო და სხვა ფინანსური ვალდებულებების მართვა.
- საკრედიტო ვალდებულებების და დებიტორული მოვალეობების მართვა.
დოკუმენტაციის მართვა:
- ფინანსური დოკუმენტების (რეცეპტების, ინვოისების, ხელშეკრულებების) მართვა.
- ყველა საჭირო ფინანსური დოკუმენტის სათანადოდ შენახვა და წარმოება.
ფინანსური ანალიზი:
- ორგანიზაციის ფინანსური შედეგების ანალიზი და რეკომენდაციები მის გაუმჯობესებაზე.
- სტრატეგიული ფინანსური გეგმის მომზადება და შესრულება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- მოცემულ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- MS Office (Word, Excel, Power Point) ცოდნის მაღალი დონე;
- რუსული ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მონდომებულობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა.
- დეტალებისადმი ყურადღება, სამუშაო პროცესის კომპეტენტურად ორგანიზების უნარი.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილი,
- ლიდერობის თვისებები,
- შედეგზე ორიენტაცია,
- კომუნიკაბელური,
- გუნდური მუშაობის უნარი,
- დროის ეფექტურად მართვის უნარი,
- ეფექტური დაგეგმვის უნარი,
- დელეგირება და კონტროლი.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე healthgeohr@gmail.com