ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი), ანგარიშების მენეჯერი
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება/მოზიდვა; 
  • ფინანსური გარანტიისა და სხვა სადაზღვევო პროდუქტების  შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა/დაზუსტება, შესაბამისი მომსახურების შეთავაზება და გარანტიის განაცხადის მომზადება; 
  • მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლებისა და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • ფინანსური გარანტიის  ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან და გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა/ორგანიზება;
  • გაყიდვების ყოველთვიური და წლიური გეგმის შესრულება; 
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 27 სექტემბერი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/