ბიუჯეტირების და ფინანსური რეპორტინგის განყოფილების სპეციალისტი

თბილისი სტაჟირება OPPA
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. 
ცხადდება ვაკანსია ბიუჯეტირების და ფინანსური რეპორტინგის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე

პოზიციის მიზანია, ფინანსური/ანალიტიკური რეპორტების მომზადება.

რას გააკეთებ:
  • ჩართული იქნები ფინანსური / ანალიტიკური რეპორტების მომზადების ნაწილში;
  • კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზში ჩართულობა;
  • ბუღალტრული მონაცემების დამუშავება;
  • კომპანიის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა;
  • ბაზების დამუშავება და სხვადასხვა შიდა მენეჯერული რეპორტების მომზადება;
  • საბონუსე სისტემების მხარდაჭერა (კალკულაცია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ( სასურველია აუდიტორულ კომპანიაში);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე.

საჭირო უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოტივირებული და მიზანდასახული;
  • მაღალი პასუხისმგებლობოს გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.