ინვოისებისა და ჩარიცხვების კონტროლის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი დასაქმების სააგენტო ეიჩარი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას ინვოისებისა და ჩარიცხვების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2006 წლიდან და სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას, ძირითადად ადამიანური რესურსების სფეროში.

საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ვებ-გვერდის მიმართულება, (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) რეკრუტინგი, კადრების მოძიება/შერჩევა და აუთსტაფინგი.

თუ გსურთ, რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა, დასაქმების სააგენტო ეიჩარი გაძლევთ საშუალებას რომ, გაეცნოთ მათი ორგანიზაციის სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს. თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მიღება-ჩაბარებების აქტების მომზადება
  • შედარების აქტების მომზადება
  • ვებ-გვერდის კორპორატიულ კლიენტებთან და დებიტორებთან ურთიერთობა
  • რეპორტებისა და აღრიცხვიანობის წარმოება

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულია ბიზნესისა და ფინანსების მიმართულებით (სასურველია კანდიდატი იყოს ახალი კურსდამთავრებული);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Internet)
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული (სასურველია საშუალოზე მაღალი დონე), ინგლისური (სასურველია საშუალოზე მაღალი დონე);

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური
  • ორგანიზებული

 

კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან სწავლების პერიოდს.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას "გაგზავნე CV" ღილაკის მეშვეობით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

გაგზავნე CV