პოს კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ პოს კოორდინატორს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს,  ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.  

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • შემოსული დავალებების გაფილტვრა და დანიშვნა ტექნიკოსებზე;
  • დახურული დავალებების გადამოწმება  და პროგრამულად დახურვა;
  • მონაწილეობის მიღება სხვა სამუშაოებსა და პროექტებში რომლებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის საქმიანობასთან;
  • სხვა დავალელებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელისგან, კოპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.

ჩვენ  გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  პოს კოორდინატორი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!