პროექტის კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი Cubicon
მივლინება: არა ხელფასი: 1500
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
კუბიკონი არის საპროექტო ორგანიზაცია, სადაც იქმნება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი.  კომპანია დაარსდა 2005 წელს და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. კუბიკონი  დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კონსტრუქტორებით და ანალიტიკური მოდელირების სპეციალისტებით.
კომპანია კუბიკონი აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

ფუნქციების აღწერა:
  • პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია, პროექტის მეილ ჯგუფის შექმნა;
  • პროექტის მართვისთვის განკუთნული ფაილების/ფოლდერების დახარისხება და მართვა;
  • MONDAY.COM-ზე პროექტების სტატუსებისა და თარიღების განახლება, ცვლილების, სიახლის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის მითითება (შევასწავლით);
  • გასაგზავნი დოკუმენტების დახარისხება, შემოწმება და დამკვეთთან გაზიარება;
  • პროექტთან დაკავშირებული წერილების მიღება და გადამისამართება შესაბამის ორგანიზაციულ ერთეულთან;
  • პროექტის კონრეტული სტადიების დასრულების თაობაზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
  • შეხვედრების დაორგანიზება და შეხვედრების დოკუმენტირება.
  • მიღება-ჩაბარების მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული მენეჯერისთვის
  • მონიტორინგი გაუწიოს პროექტში გაწერილ ვადებს, კერძოდ, დაეხმაროს საოპერაციო მენეჯერს აკონტროლოს პროექტის კონტარქტში გაწერილი ვადები;
  • მონიტორინგი გაუწიოს  პროექტში გაწერილ სტადიებად მომსახურების გაწევას; ( სქემატური დიზაინი, დეტალური სამშენებლო დოკუმენტაცია და ა.შ)
  • თუ პროექტის ფარგლებში ტექნიკურ ჯგუფთან გვიანდება ინფორმაციის და მასალების გადმოგზავნა, მოიკითხოს ამის თაობაზე;
  • სხვა ნებისმიერი დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც შესაძლებელია არ იყოს აღწერილი აღნიშნულ ჩამონათვალში, თუმცა გამომდინარეობდეს აღნიშნული პოზიციის სპეციფიკიდან;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამუშაო გრაფიკი - 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი).
  • კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
  • მრავალფეროვან კორპორატიულ აქტივობებს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 50/50 ზე;
  • ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას;

სავარაუდო ანაზღაურება:
  • 1500 ლარიდან (მითითებული ანაზღაურება არის მინიმალური, ხოლო ზედა ზღვარი დამოკიდებულია ცოდნასა და გამოცდილებაზე

მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ადმინისტრირების მიმართულებით. უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო ან არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს
  • სასურველია მინ. 1 წელი ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება 
  • სამშენებლო სფეროში მოღვაწე კომპანიაში მენეჯერად მუშაობის სტაჟი (თუნდაც 1 წლიანი)
  • აუცილებელია იცოდეს საოფისე პროგრამების გამოყენება.
  • აუცილებელია იცოდეს AutoCAD-ის გამოყენება
  • ინგლისური  ენის ცოდნა სავალდებულოა მინ. B2.-ის დონეზე
  • კარგად განვითარებული მენეჯერული და ანალიტიკური უნარები.
  • კომუნიკაბელური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: HR@cubicon.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "პროექტის კოორდინატორი".
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 591 116 444