ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ნეოგაზი
მივლინება: არა ხელფასი: 2125
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
კომპანია ნეოგაზი https://neogas.ge/ka/
აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტრის პოზიციაზე: 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ოპერაციების ასახვა პროგრამაში, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯების ასახვა პროგრამაში; 
  • დებიტორ კრედიტორული დავალიანების კონტროლი ;
  • კომპეტენციის ფარგლებში დეკლარაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • თვის ან/და ფინანსური წლის დახურვისათვის  საჭირო ბუღალტრული ოპერაციების წარმოებაში მონაწილეობა;
  • აუდიტთან ურთიერთობა, რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, სასურველია  ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით;
  • პროფესიული სერტიფიცირება (ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსები);
  • მინიმუმ 2  წელი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word);

აუცილებელი მოთხოვნა: 
  • საბუღალტრო პროგრამა 1C-ს ცოდნა;
  • პიროვნული მახასიათებლები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;

სამუშაო დღეები: 

  • ხუთდღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

სამუშაო საათები:
  • 9:30სთ  - 18:30სთ. შესვენება 1 საათი

ბენეფიტები: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
  • ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 2 125 დარიცხული ლარი.

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@neogas.ge 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა:   გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.