ადმინისტრაციული ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი Lealtor
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
კომპანია "ლეალტორი“  აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. 

Lealtor არის უძრავი ქონების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალურ კონსულტაციებსა და გაყიდვების მომსახურებას უძრავი ქონების მეორად ბაზარზე. ჩვენი მიზანია, კლიენტებს დავეხმაროთ საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში უძრავი ქონების სფეროში. ასევე ვეხმარებით სამშენებლო კომპანიებს გაყიდვებსა და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნაში. გახდით Lealtor-ის გუნდის ნაწილი და ერთად შევქმნათ წარმატების ახალი ისტორია! 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: Lealtor.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ კოსტავას 14. სასტუმრო „სტამბას“ საერთო სამუშაო სივრცე.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა უცხო ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგება;
  • თანამშრომლების საქმიანობის კურირება და ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
  • საჭიროებისამებრ პრეზენტაციებისა და ტექსტების მომზადება;
  • ოფისის ყოველდღიური საჭიროებების მართვა;
  • კომპანიის ნომერსა და მეილებზე დროული პასუხი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში; 
  • კლიენტების მიღება-დახვედრა ოფისში;
  • უძრავი ქონების მოძიება, კლიენტთან ხელშეკრულების შეთანხმება და აგენტებისთვის განაწილება;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • კომფორტული სამუშაო სივრცე;
  • კარიერული ზრდისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო და მობილური ინტერნეტი;

თუ ხართ მოტივირებული და გაქვთ კრეატიულად აზროვნების უნარი, ამასთანავე გსურთ მიიღოთ მრავალმხრივი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში და თქვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრულ გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@lealtor.ge  
წერილის თემაში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია „ლეალტორი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ლეალტორმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.