აზღაურებადი სტაჟირება IT დეტარტამენტში

ქუთაისი სტაჟირება დაქსი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
შპს "დაქსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT დეტარტამენტში. სტაჟირება განისაზღვრება 2-3 თვის ვადით. სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში  კანდიდატი დასაქმდება IT დეპარტამენტში უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე.

დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება IT დეპარტამენტში (დასაქმების პერსპექტივით)
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი. ჭავჭავაძის N41
სამუშაო გრაფიკი: სრული ორშ-შაბათი 10:00-18:00
მართვის მოწმობა: B კატეგორია(მექანიკა)

გადამზადების პერიოდში სტაჟიორი პრაქტიკული მაგალითებით შეისწავლის :
  • კომპიუტერული სისტემებისა და ტექნიკის გამართვას;
  • პერიფერიული სისტემებისა და ტექნიკის გამართვას;
  • ქსელური და კომპიუტერული პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის გზებს;
  • ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ინსტალაციას,ხარვეზის შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირებასა და მის გადაწყვეტას.
  • სამეთვალყურეო სისტემების დიაგნოსტირება,პრობლემის აღმოფხვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინტერესი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • Microsoft Windows ოპერაციის სისტემების მინიმალური ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • მოტივაციისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@daxi.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!