ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი Gtex
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
შპს ,,ჯითექსი“  აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტრის  პოზიციაზე ქ. თბილისში

კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti,  Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome, Kiabi.
პოზიცია: ბუღალტერი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე. 
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მ. მაჭავარიანის ქ. #4ბ.
ხელფასი: 1000 - 1200 ლარი (NET) ფიქსირებული 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ბუღალტრული ოპერაციების შესრულება Apex;
  • ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, დოკუმენტირება, აღრიცხვა და კონტროლი;
  • მარაგების შესყიდვის ოპერაციების ასახვა, დოკუმენტირება და კონტროლი;
  • შემოსავლების კონტროლი;
  • სალაროების კონტროლი;
  • შემოსავლების და ხარჯების პროგრამულად ასახვა.

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:
  • განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა Excel-ის ზედმიწევნით ცოდნას).

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სიზუსტე, ოპერატიულობა/სისწრაფე;
  • პასუხისმგებლოს მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს. 
  • კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • Fitpass მომსახურებას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gtex.ge.
ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: „ბუღალტერი“
წარმატებებს გისურვებთ!