ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი Artwin Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სამშენებლო კომპანია შპს „ართვინ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. 
 

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: 
  • საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი 
  • საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად. 
  • სალაროს/ბანკის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა და კონტროლი. 
  • პროგრამის RS.ge-სთან შედარება, მათ შორის პირადი ბარათის აღრიცხვის კონტროლი 
  • დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი. ( ფინანსურ სამსახურთან ერთად) 
  • იმპორტთან დაკავშირებული გატარებების პროგრამული ასახვა 
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა. 
  • ბუღალტრული რეპორტების წარმოება 
  • ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება  ბუღალტრული აღრიცხვის , აუდიტის , ფინანსების სფეროში . 
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება , ბუღალტრის პოზიციაზე. 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა 
  • საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება. 
  • კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა ; Excel მაღალ დონეზე. 
 
სამუშაო განრიგი : ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 
ხელფასი: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები, მზარდი (გამოცდილების შესაბამისად) 
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა 
სამუშაო ადგილი:თბილისი, დიდი დიღომი (ქრისტინე შარაშიძის 25) 
 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: gvantsa.jagmaidze@artwin.ge, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.