ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბს/2 ჯორჯია
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ბუღალტერს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს,  ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.  

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: დიღომი 7 , პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
  • ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
  • საგადასახადო დეკლარაციებისთვის მასალების მომზადება;
  • ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • საკადრო საკითხები (თანამშრომლის მიღება/გათავისუფლება, მივლინებები და ა.შ);
  • კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • დოკუმენტაციის წარმოება  „შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკის თანახმად“;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა "ბალანს"-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Word, Excel);
  • რუსული/ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ  გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ბუღალტერი.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!