ოფისის ადმინისტრატორი/მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი მწვანე ყვავილა 1950
ხელფასი: 500 - 700 +ბონუსი
განათლება: მაგისტრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B, B1
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი, ოფისის მენეჯმენტი

მწვანე ყვავილა 1950 აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორი/მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში.


მოვალეობები:

  • ოფისის ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება
  • თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება, ინდივიდუალური შრომის ხელშეკრულებების გაფორმება, თანამდებობრივი ინსტრუქციების შედგენა თანამშრომლებისათვის გაცნობის უზრუნველყოფა
  • კორესპონდენციის წარმოება, ფოსტის მიღება-გაგზავნა
  • საბუთების მოწესრიგება, აღრიცხვა, შენახვა
  • სხვადასხვა ბრძანებების შედგენა
  • სატელეფონო ზარებზე/მეილებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება
  • შეხვედრების ორგანიზება, კომპანიებთან კომუნიკაცია
  • სხვა საოფისე საქმიანობა

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • მოცემულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;

 

უპირატესობა:

  • პროგრამა ორისის ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • ავტომობილის მართვის გამოცდილება  (B კატეგორია)


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: mtsvanekvavila1950@yahoo.com