სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დახმარებისა და კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის თავისუფალი აკადემია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დახმარებისა და კარიერული განვითარების ცენტრის  მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა:    1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება:  უმაღლესი
  • გამოცდილება:  სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება; 
  • ცოდნა:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ერთ - ერთი უცხოური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; 
  • ვტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა.

სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დახმარებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ფუნქცია:
  • სტუდენტების/კურსდამთავრებულების ხელშეწყობა და საქმიანობისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ - ჩვევების განვითარება (მათი დახმარება სამუშაოს მიზნისა და მოლოდინების სწორად დასახვაში, მათთვის ინტერვიუს უნარების განვითარება და სამუშაოს ძიების სტრატეგიების გაცნობა, რეზიუმეს შედგენა - მოდიფიკაციის სწავლება, დამსაქმებელთან გასაუბრებისათვის მომზადება და სხვ.); 
  • სტუდენტების/კურსდამთავრებულების ინფორმირება შრომის ბაზრის დინამიკასა და პერსპექტივებზე. მათთვის კონსულტაციების გაწევა შრომის ბაზრის მიმდინარე თუ სამომავლო მოთხოვნებთან დაკავშირებით; 
  • დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ - ჩვევების განვითარების მიზნით სტუდენტებისთვის/კურსდამთავრებულებისთვის რეგულარული ტრენინგების შეთავაზება; 
  • სტუდენტების/კურსდამთავრებულების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში; 
  • სტუდენტების/კურსდამთავრებულების დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და ამ მიზნით კონკრეტული თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • შეხვედრების მოწყობა კონკრეტულ დამსაქმებლებთან;
  • დამსაქმებლებთან ერთად სხვადასხვა წამახალისებელი თუ საინფორმაციო ღონისძიებების, შეხვედრების, სემინარების მოწყობა სტუდენტთა და დამსაქმებელთა დაახლოებისა და მათ შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების/კურსდამთავრებულების, ასევე სხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, დევნილი ოჯახები და სხვა) დასაქმების ხელშეწყობა;  
  • ტრეინინგების/სასერტიფიკატო კურსების მომზადება და პოტენციური მომხმარებლებისათვის შეთავაზება;
  • სხვადასხვა თემატიკისა და სპეციფიკის ტრეინინგების/სასერტიფიკატო კურსების ორგანიზება და ჩატარება;
  • ტრენინგების/სასერტიფიკატო კურსების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებების ორგანიზება.

წარმოსადგენი დოკუმენტების  ნუსხა:
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2024 წლის 21 აგვისტოდან    2024 წლის  21 სექტემბრის  ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 2 36 91 60