მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი Steve Jobs American Academy
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
Steve Jobs American Academy აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მენეჯერი ქუთაისში

თანამდებობის დასახელება:  მენეჯერი ქუთაისში
მდებარეობა: ქ. ქუთაისი
კომპანია:  Steve Jobs American Academy
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 40  საათი 
ხელფასი: 600-დან 1000  ლარამდე

ჩვენს შესახებ: სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია საქართველოში  არის ინოვაციური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფილიალი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მისიაა 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდების აღზრდა მომავლის გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებად. ჩვენი პროგრამები  2008 წლიდან ხორციელდება  მსოფლიოს 60 ქვეყანაში, ოფიციალურადაა აღიარებული Harvard University-ს  მიერ და სერტიფიცირებულია Google-ისა და Microsoft-ის მიერ

ვის ვეძებთ: თუ  გჯერა, რომ ცხოვრებაში უნდა შექმნა რაღაც მნიშვნელოვანი, თუ გრძნობ, რომ შენი შესაძლებლობები მასშტაბურია და გჭირდება ადგილი, სადაც დემოკრატიულ და პროფესიონალურ გარემოში შეძლებ შენი თავის გამოვლენას, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

პოზიციის მიმოხილვა: მენეჯერი კომპანიის ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებით მართავს შესაბამის ფილიალს. ამ როლს სჭირდება აქტიური, ინოვაციებზე ორიენტირებული ლიდერი, რომელიც გლობალურად მოაზროვნე და დეტალებზე ორიენტირებულია. მენეჯერს უნდა უყვარდეს ბავშვები და მზად უნდა იყოს სიახლეებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია  ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით განათლება;
  • სასურველია ზოგადი ტექნოლოგიური განათლება ან გამოცდილება;
  • სასურველია  სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება განათლების მიმართულებით საქმიანობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.

უნარ-ჩვევები:
  • ბავშვებისადმი სიყვარული და მათთან კომუნიკაციის უნარი;
  • ლოგიკური  და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო აღწერილობა:
  • საგანმანათლებლო პროცესის ხარისხიანად, შეუფერხებლად და უსაფრთხოდ წარმართვა:
  • აკადემიაში სასწავლო პროცესისა და გამოცდების ორგანიზება;
  • ტრენერთა მიერ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას მათი ხელშეკრულების, სამუშაო  აღწერილობის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სხვა შიდასამართლებრივი აქტების სრული დაცვის კონტროლი;
  • წინასწარ განსაზღვრული სასწავლო გეგმის შესაბამისად ტრენინგების ჩატარების ზედამხედველობა, მათ  შორის, ტრენერთა მიერ ჩატარებული  ტრენინგების თემატიკის, ტრენინგის შინაარსის, მეთოდოლოგიისა და თანმიმდევრობის   სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის  ზედამხედველობა;
  • მშობელთა  საკომუნიკაციო ჯგუფის მართვა, კერძოდ, ტრენინგის შემდეგ წინასწარ გამზადებული უკუკავშირის ჯგუფში გაგზავნა, ასევე აკადემიაში დაგეგმილი ღონისძიებების  ან სასწავლო გეგმაში  ცვლილებების შემთხვევაში ჯგუფში ინფორმაციის გაგზავნა;
  • სტუდენტის მიერ ყოფაქცევის წესების დარღვევის, ან მისი აკადემიური ჩამორჩენის საყურადღებო შემთხვევების გამოვლენა და მხოლოდ ზემდგომ პირთან საკითხის დასმა;
  • სტუდენტის მიერ ტრენინგის გაცდენის შემთხვევაში, მის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან მყისიერი კომუნიკაციის დამყარება;
  • რომელიმე სტუდენტის  მიერ 5-ზე მეტი ტრენინგის გაცდენის  შემთხვევაში მყისიერად ზემდგომი  პირის ინფორმირება;
  • რომელიმე სტუდენტის გადინების შემთხვევაში, გადინების  მიზეზების დადგენა და დაუყოვნებლივ  ზემდგომი პირის ინფორმირება.
  • შუალედური და დასკვნითი  გამოცდების ჩატარების ორგანიზება;
  • სტუდენტთა უსაფრთხოების უზრუნველფობა, განსაკუთრებით შესვენების დროს  და უმეთვალყურეოდ სტუდენტის აკადემიის ტერიტორიიდან გასვლის მკაცრი კონტროლი;
  • სტუდენტთა ჩარიცხვების კონტროლი და შესაბამისი რეაგირება;
  • აკადემიის შენობაში  რაიმე შეფერხების, ასევე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების შეუსაბამობის  შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ზემდგომი პირის  ინფორმირება.

მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის შენარჩუნება და მოზიდვა, კერძოდ:
  • არსებული აკადემიური პერსონალის კმაყოფილებაზე ზრუნვა, საყურადღებო  შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში, ზემდგომი პირისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში აკადემიური პერსონალის კმაყოფილების ხარისხის გაზრდის მიზნით, ახალი იდეებისა, თუ წინადადებების ზემდგომი  პირისთვის მიწოდება;
  • შესაძლებლობის ფარგლებში, ახალი კვალიფიციური პერსონალის მოზიდვის ან მოზიდული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ზემდგომი პირისთვის წინადადებების წარდგენა; 
  • ახალი პერსონალის მიღებისა და ადაპტაციის პროცედურის წარმართვა.

სტუდენტებისა და მათი  მშობლების  კმაყოფილებაზე ზრუნვა, კერძოდ:
  • სტუდენტებისა და მათი მშობლების კმაყოფილების მუდმივი მონიტორინგი, საყურადღებო  შემთხვევების  გამოვლენა და სტუდენტების ან მათი მშობლების მხრიდან ნებისმიერი, მათ შორის, უმცირესი უკმაყოფილების დაფიქსირების შემთხვევაში, ზემდგომი პირის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
  • შესაძლებლობის  ფარგლებში, სტუდენტთა და მშობელთა  კმაყოფილების გასაუმჯობესებლად, ახალი იდეებისა, თუ წინადადებების ზემდგომი პირისთვის მიწოდება;
  • პერიოდულად, ხარისხის შეფასების მექანიზმებში, თავისი  როლის შესაბამისად,  მონაწილეობის მიღება, განხორციელებული ხარისხის გარე შეფასების მექანიზმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  გამოსწორების ხელშეწყობა;
  • ყოველი თვის ბოლოს  რეპორტის ფორმის  შევსებაში, თავისის კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება..

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ოქტომბერი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და  სურვილის შემთხვევაში, მცირე სამოტივაციო წერილი  შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@stevejobs.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ “მენეჯერი ქუთაისში”. ამ სათაურის გარეშე აპლიკანტის განაცხადი არ მიიღება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს.
გისურვებთ წარმატებებს!