კრიოგენული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი

მივლინება: არა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობის დასაკავებლად:კრიოგენული ტექნიკისა და ტექნოლოგიების  ლაბორატორიის  უფროსი ლაბორანტი 
ადგილების რაოდენობა   1 (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი;
თანამდებობრივი სარგო-825  ლარი.
გამოსაცდელი ვადა  6 თვე

ფუნქციები:
  • ნანოფხვნილების, ზეგამტარი მასალების  სხვადასხვა მეთოდებით მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დაბალტემპერატურულ  ფიზიკურ  გაზომვებში მონაწილეობის მიღება;
  • კრიოგენულ  ვაკუუმურ ტექნიკასთან მუშაობა.

განათლება: არანაკლებ ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო მიმართულებით ბაკალავრიატის კურსდამთავრებული  ან მაგისტრატურის სტუდენტი. 

კონკურსის პირობები:
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ააქვს ქიმიის და ფიზიკის სავალდებულო კურსების ცოდნის დამადასტურებელი საბაკალავრო დიპლომი;
  • კონკურსანტი უნდა ამჟღავნებდეს ინტერესს  ფიზიკურ-ქიმიურ სამეცნიერო კვლევების მიმართ, კერძოდ მასალების სინთეზის და ტექნოლოგიური პროცესების მიმართულებით;
  • ზოგადი ცოდნა  ზეგამტარების, კრიოგენიკის და  მაგნიტური გაზომვების;

კანონმდებლობის ცოდნა:
  • „საქართველოს შრომის კოდექსის” ზოგადი ცოდნა;
  • სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის წესდება;
  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
  • უსაფრთხოების ტექნიკის დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.

ენების ცოდნა:
სახელმწიფო ენის კარგად ცოდნა.
ერთი უცხო ენის ცოდნა.

კომპიუტერის ცოდნა
კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი, LabVIEW, ORIGIN, MATLAB.

კომპეტენციები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, 
  • გამართულად წერისა და მეტყველების უნარი,
  •  გუნდურად მუშაობის უნარი, 
  • შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა,
  •  კომუნიკაბელურობა, 
  • პროდუქტიულობა.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად;
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • ორი რეკომენდატორის: სახელი, გვარი: სამუშაო ადგილი; თანამდებობა; ტელეფონის ნომერი; ელ.ფოსტის მისამართი.

შენიშვნა:
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.
დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა).


კონკურსანტებმა განცხადება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, ელ. ფოსტის   xlomidze@sipt.org.ge   საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება  იწარმოებს    2024 წლის       9 10 სექტემბერს.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კონკურსანტის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
II ეტაპი - შერჩეული განაცხადების საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტის გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
გასაუბრებაზე კონკურსანტის დროულად არგამოცხადების შემთხვევაში, იგი მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კონკურსანტს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 


მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა