სასწავლო პროცესის კორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის თავისუფალი აკადემია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს სასწავლო პროცესის კორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა:    1.
                                       
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
განათლება:  უმაღლესი
გამოცდილება:  სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება; 

ცოდნა:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; 
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა.

სასწავლო პროცესის კოორდინატორის  ფუნქცია:
  • უშუალოდ ურთიერთობს სტუდენტებთან, ახდენს სტუდენტებისა და ლექტორების  ტექნიკურ  საკითხებზე   დახმარებასა  და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას;
  • სკოლის დეკანთან კოორდინაციით ახორციელებს სტუდენტების სემესტრული რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში სტუდენტების დახმარებას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირებას;
  • ახორციელებს სტუდენტებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ სიახლეების სტუდენტებისათვის მიწოდებას და პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობას;
  • აწარმოებს სასწავლო პროცესის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების ელექტორნულ სისტემაში დროულად ატვირთვის მონიტორინგს;
  • თვალყურს ადევნებს სტუდენტთა დასწრების ელექტრონული  ბაზის წარმოებას;
  • აკვალიანებს სტუდენტებს  საჭირო დოკუმენტების მიღებაზე;
  • ახორცილებს ლექტორების მხრიდან ნიშნების ბაზაში დროულად შეყვანის მონიტორინგს;
  • ახორცილებს სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში კომისიური სხდომების ორგანიზებასა და დაოქმებას;
  • ახორციელებს დასწრებას შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე;
  • აწარმოებს მონიტორინგს სტუდენტის მიერ შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების შეტანასთან დაკავშირებით  სტუდენტურ ბაზაში;
  • კოორდინირებას უწევს სტუდენტების მიერ გაცდენილი შუალედური და დასკვნითი გამოცდების აღდგენის პროცესს;
  • მონაწილეობს პირველკურსელთა ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება/შეგროვება/დახარისხების პროცესში;
  • უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებას და სტუდენტთა მოსწრების მონიტორინგს;
  • ახორციელებს ლექტორების მონიტორინგს (ლექტორის მიერ სასწავლო კვირაში ფაქტობრივად ჩატარებული საათობრივი დატვირთვის ასახვა);

წარმოსადგენი დოკუმენტების  ნუსხა:
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.

დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2024 წლის 21 აგვისტოდან    2024 წლის  21 სექტემბრის  ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 2 36 91 60