სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის თავისუფალი აკადემია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად. 
სამუშაო განაკვეთი: სრული 
საშტატო რაოდენობა: 1. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • განათლება - უმაღლესი  

ზოგადი უნარები: 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; 
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: 
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;  
  • ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები. 
 
გამოცდილება: 
  • იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება . 
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • აკადემიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;  
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;  
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;  
  • აკადემიის სტრუქტურული ერთეულების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კონსულტირება საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;  
  • აკადემიის რექტორის დავალებით პასუხების მომზადება შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული პასუხებისა და კორესპონდენციის სამართლებრივი  ექსპერტიზა;  
  • წარმომადგენლობა აკადემიის ინტერესების დასაცავად სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;  
  • აკადემიის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და  დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;  
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის და სხვა ორგანოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;  
  • აკადემიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;   
  • რექტორის სხვა დავალებების შესრულება. 
 
წარმოსადგენი დოკუმენტების  ნუსხა: 
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე; 
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  • ფოტოსურათი. 
 
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება. 
 
დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2024 წლის 21 აგვისტოდან -2024 წლის  21 სექტემბრის  ჩათვლით. 
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge 
 
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 2 36 91 60